გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
„მისტიკური მოვლენები, ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყარო“ - ამ თემასთან დაკავშირებით „ღამის პრაიმთაიმში“ განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა.
თემაზე საუბრისას დეკანოზი დავით ციცქიშვილი გარდაცვალების მომენტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ხშირად სხეულიდან სული ამოდის და თავის ორეულს ხედავს.
„სული რომ ამოდის, თავის ორეულს ხედავს. ხედავს რა ხდება, ექიმები როგორ ფაციფუცობენ. გონება გათიშულია, მაგრამ ეს ყველაფერი ფიქსირდება“,- ამბობს დეკანოზი.
დეკანოზი დავით ციცქიშვილი სიზმრების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ სიზმრები, ზოგადად, რთული სფეროა და „არის ძალა, ღვთის საწინააღმდეგო, რომელიც იყენებს ამ სფეროს“.