დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა 20 იანვარს ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ოთარ ღვინაშვილი.
„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ჟურნალისტმა, პოლიციელის ოჯახთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
ინტერვიუში პოლიციელის მეუღლე მასთან ერთად გატარებულ დროს იხსენებს.
„ქორწილი 2008 წლის 6 აგვისტოს გვქონდა. ნიშნობის დღეს წაიყვანეს ომში. ძალიან დიდი ისტორიები გადაგვხდა თავს. ყველაზე ბოლოს ეს ჩამოვიდა ომიდან. ხომ იცი რა ვაჟკაცი ქალიც ხარო, ასე მეუბნებოდა ხოლმე. არანორმალური სიყვარული გვქონდა. გვქონდას რომ ვამბობ ძალიან გული მტკივა, მაგრამ რას ვიზამთ, ასე გამოდის... 14 წელი ვიცხოვრეთ სულ ერთად“,- ამბობს პოლიციელის მეუღლე.