1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სტამბოლის კლინიკაში გარდაცვლილი 15 წლის გოგონას ოჯახს უსამძიმრებს.
„პირველ რიგში, მსურს, გულწრფელად მივუსამძიმრო სტამბოლში გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონას ოჯახს.
ამ პერიოდში არაერთხელ მქონდა კომუნიკაცია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, რა დროსაც მათ აღვუთქვი, რომ საკითხი უმოკლეს ვადაში გადაწყდებოდა. სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო!
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით, ამჯერადაც, საელჩომ და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, თურქეთის შესაბამის უწყებებთან ერთად, გააკეთა ყველაფერი, რათა ეს მტკივნეული საკითხი შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, დადებითად გადაწყვეტილიყო.
ჩვენ, როგორც ყოველთვის, შევასრულეთ ჩვენი როგორც პროფესიული, ისე მორალური ვალდებულება. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის და მუდამ იქნება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა.
აქვე, მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა გადავუხადო პირადად თურქეთის
რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ ფაჰრეთთინ ქოჯას და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებს, გაწეული ძალისხმევისა და დახმარებისთვის“, - წერს გიორგი ჯანჯღავა.