თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი მოზარდის დედა საზოგადოებას მიმართავს

15 წლის მარიამი

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი 15 წლის მარიამ გოგიაშვილის დედა საზოგადოებას მიმართავს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

„ხალხო, ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის. აღარ დარიცხოთ თანხა, მადლობა პრემიერს და მადლობა ელჩს, მადლობა ჯანდაცვას, საკონსულოს... ყველას უღრმესი მადლობა, თითოეულ ადამიანს, უფალი იყოს თქვენი მფარველი.“ - დაწერა რუსკა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, გადმოსვენებასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გადმოსვენების პროცედურებში საგარეო უწყების გარდა, საქართველოს მთავრობაც აქტიურად ჩაერთო. ოჯახის ინფორმაციით, ყველა ხარჯი დაფარულია და საზოგადოების დახმარება საჭირო აღარ არის.