„არ ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და არც ცხვირი“ - ირმა ინაშვილი მიმართვას ავრცელებს

ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი უარყოფს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თითქოს მატ­რო­ნას ხა­ტის ერთ-ერთ ფრაგ­მენტზე მისი სახეა გამოსახული.

პოლიტიკოსი ამასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:

„არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი.

ისე, თუ მიმსგავსება უნდათ ზოგიერთებს, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე.

დავით თარხან-მოურვი საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგავს და არც წარბი, ეს ფიგურა სერგი კაპანაძეს უფრო ჰგავს, ვიდრე დათოს, მაგრამ ნათლისღებაა დღეს და ახალი "სკანდალი" ხომ უნდა გამოაცხონ?! სასაცილოა ეს ყველაფერი. სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გააკეთებ“,- წერს ირმა ინაშვილი.