ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2026 წლის აპრილში დიდი სიურპრიზი ელის
1775238524
საბერძნეთში, 30 წლის მეგი შელია გარდაიცვალა.
ის მეუღლესთან და 5 თვის შვილთან ერთად საზღვარგარეთ, სტუმრად იმყოფებოდა.
"მამიდებმა დაპატიჟეს, ისინი იქ ცხოვრობენ 40 წელია", - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს, სავარაუდოდ, ფილტვები გაეთიშა.
"არ მჯერა მეგი მე ეს და არც არასდროს დავიჯერებ... უბრალოდ წახვედი სამოგზაუროდ... სხვა სამყაროში... უფალს ვთხოვ, მშვიდობით, ნათელში იმოგზაურო. ნახვამდის ჩემო მონატრებულო, უსაყვარლესო, მოუშუშებელო სულის ტკივილო, მეგი, ოდეს შევხვდებით", - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა ქალის ცხედარს თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ.