ამ აღმოჩენას შეუძლია დედამიწის ისტორია ხელახლა დაწეროს - რის შესახებ საუბრობენ მეცნიერები
1727969364
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიაში, სავარაუდოდ, ქართველი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს.
მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მისი ცხედარი ჯერ ოჯახის წევრმა უნდა ამოიცნოს.
ქართველი ტრანსგენდერი, სავარაუდოდ, მეგობარმა მამაკაცმა მოკლა.
ფაქტის გასარკვევად, ,,პრაიმტაიმი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათთან ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.
,,საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
,,პრაიმტაიმი" დეტალებს არკვევს. ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.