თურქეთში, დაკრძალვაზე მიმავალი მგზავრებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოჰყვა - არიან დაშავებულები
1732264612
განახლება: ლიზა ქისტაურის დედა მომხდარ ფაქტს არ ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, 26 წლის ლიზა ქისტაური მოკლეს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის მეგობარმა მამაკაცმა გაიმეტა.
ირკვევა, რომ 26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი შეყვარებული გაუჩინარდნენ, მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი.
მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ფაქტის გასარკვევად, ,,პრაიმტაიმი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათთან ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.
,,საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
,,პრაიმტაიმი" დეტალებს არკვევს.