წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
ეს ამბავი ასე დაიწყო. საქვეყნოდ აღიარებულმა მხატვარმა ლევან სონღულაშვილმა თავის ფეისბუქვეგრდზე გამოაქვეყნა თავისი ნამუშევრების ფოტო. უამრავ კომენტარს შორის გამოერია კომენტარი, სადაც მხატვარს წერდნენ: მე შენს ნახატს ნამდვილად ვერ შევიძენ, მაგრამ მაქვს თხოვნა, ის ქაღალდი მაჩუქო შენი ხელმოწერით, რომელზეც ფუნჯს წმენდ. ლევანმა კომენტარი გულგრილად არ გაატარა და უპასუხა: არ გიცნობთ, თუმცა მრავალი კომენტარიდან სწორედ თქვენმა წერილმა გადამაწყვეტინა ჩემი ესკიზი გაჩუქოთ.
ბუნებრივია, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საყვარელ მხატვარს თხოვნა შებედა, ამ პასუხმა ძალიან გააბედნიერა. დანარჩენს 35 წლის ფოტოხელოვანი "პრაიმტაიმის" მკითხველს თავად უამბობს.
ლეო ფირელი: ვარ ფოტოხელოვანი. 23 წელია ქუჩის ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული, ვიღებ პორტრეტებს და პეიზაჟებს. მონაწილეობა მიმიღია ფოტოკონკურსებში. არც თუ დიდი ხანია ვმუშაობ მშენებლობაზე, ვაშენებ სახლებს... მოკლედ, ხან ვაშენებ, ხან ფოტოებს ვიღებ...
ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები ძალიან მომწონს. თბილისში მის გამოფენაზე გახლდით, დავათვალიერე და დიდი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი. ხშირად ინტერნეტით ვათვალიერებ. ძალიან მომწონს მისი მედუზები...
ჩემი შესამოსავლით მისი ნახატის შეძენაზე ფიქრი, ზედმეტია. და მივუკომენტარე, რომ ეჩუქებინა ფუნჯის საწმენდი ქაღალდი ხელმოწერით. ლევანი დამიკავშირდა - შენმა კომენტარმა ძალიან დამაფიქრა, მინდა ჩემი ესკიზი გაჩუქო, როცა კი ამას მოვახერხებო. და რამდენიმე ხნის წინ სახლში მივიღე მისგან საჩუქარი. ლევანმა მაჩუქა სამი პორტრეტის ჩანახატი.
პირველად მისით მაშინ აღვფრთოვანდი, როდესაც ჩემი კომენტარი ცალკე გამოაქვეყნა და რამდენიმე საათში 62 ათასი ნახვა ჰქონდა. არც ველოდი რომ მიპასუხებდა, საჩუქრის გამოგზავნაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მისი დიდსულოვნება ნამდვილად ვიგრძენი.
ჯერ ამ ჩანახატისთვის სახლში ადგილი ვერ შევარჩიე. საუკეთესო ადგილას დავკიდებ.
როდესაც ჩამოვა და გამოფენა ექნება, აუცილებლად მივალ და პირადად გავიცნობ...