ამომასხა! - რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი კალატოზიშვილი

ტრენერი

„როგორ შეიძლება აქ რუს უწოდო ტურისტი, იმ ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის 20%-ზე მეტი“,- ამის შესახებ ასოცირებულმა ტრენერმა, გიორგი კალატოზიშვილმა განაცხადა, რომელიც ქვეყანაში დიდი რაოდენობით ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლით აღშფოთებულია.

მისი თქმით, ამ ვითარებაში თავისუფლების მოედანს „ლენინის მოედანი“ ხდება. 

„რამდენიმე თვეა,როდესაც ჩვენ შემოვუშვით ამდენი „დევნილი“, “ლტოლვილი“, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც დღეს „ლენინის მოედანზე“ ქეიფობენ, დროს ატარებენ, ყვირიან ხმამაღლა, მხიარულობენ, ხარობენ  და არ აქვთ არანაირი განცდა პასუხისმგებლობის საკუთარი ქვეყნის მიერ ჩადენილი აგრესიის, სისასტიკის, არაადამიანობის მიმართ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოვიდნენ აქ კომფორტის ზონის შესაქმნელად, რომელიც დაკარგეს თავის რუსეთში, თავის ძვირფას საყვარელ რუსეთში. 

პატარა ექსპერიმენტის სახით ჩამოვიარე თავისუფლების მოედანზე ხალხმრავალი წერტილები, სადაც იყო კაფე-ბარებთან  შევძახე Слава Україні [დიდება უკრაინას], ცხადია შეგიძლიათ მკითხოთ რა სახით იყურებოდნენ, ამიტომ მე მაინტერესებს - რატომ ვაკეთებთ ამას? რატომ ვუშვებთ ამ ადამიანებს? ეს კითხვა გადამისამართებული მაქვს ჩემს ძვირფას ხელისუფლებასთან. ლოიალური ხარ, როდესაც ხარ ჩუმად, აქ სევდის გასაქარვებლად და სევდის გადასაყოლებლად არ ხართ ჩამოსული. რატომ არ უქმნით ამ ადამიანებს დისკომფორტს, ამიხსენით რესტორნების, კაფე-ბარების მეპატრონეებმა.

რა არის ეს გაუგონარი აღვირახსნილობა საკუთარი მამულის, საკუთარი სამშობლოსადმი, საკუთარი მოსახლეობისადმი. როგორ შეიძლება აქ რუს უწოდო ტურისტი, იმ ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის 20%-ზე მეტი, რატომ ქმნით კომფორტს ოკუპანტებისთვის, სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა, მე უბრალოდ შოკში ვარ რასაც მე აქ ვხედავ. 

ეს არ არის შუღლის გასაღვივებელი ვიდეო, ეს არის წმინდა ჩემი გულის ტკივილი იმიტომ, რომ მე რასაც ვხედავ ჩვენ ამ ქვეყანაში აღარ ვართ მასპინძლები, ჩვენ ამ ქვეყანაში ვართ ტყვეები, საკუთარი, მათ შორის ფინანსური კეთილდღეობის, რომელიც უფრო მეტია ვიდრე მამული, უფრო მეტია ვიდრე პატრიოტიზმი, უფრო მეტია ვიდრე რეალური კეთილდღეობა, რომელიც მოაქვს მხოლოდ თავისუფლებას და ამ თავისუფლების ხარისხობრივ მაჩვენებელს და მე ამას ვეღარ ვგრძნობ ამ ქვეყანაში, ქალაქში რომელსაც დედა აღარ ჰყავს“, - განაცხადა გიორგი კალატოზიშვილმა.