უკრაინაში გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოლონაზე რუსული დრონებით თავდასხმა განხორციელდა

თავდასხმა

უკრაინაში გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოლონაზე რუსული დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინაში გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისის (OCHA) განცხადებით, შემთხვევა სამხრეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზთან ახლოს მოხდა.

ოფისის კოორდინატორმა, მათიას შმალემ რუსეთის თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ დრონებმა მსოფლიო სასურსათო პროგრამის ორი სატვირთო მანქანას დაარტყეს და ტექნიკა დააზიანეს. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შმალემ ასევე აღნიშნა, რომ ასეთი დარტყმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა და შესაძლოა, ომის დანაშაულად ჩაითვალოს.