დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გუდაურში რუსი ტურისტის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ 40 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე გუდაურში, ერთ-ერთ სასტუმროში სუიციდით დაასრულა.
„რუსეთში არ გადამასვენოთ, საქართველოში მომიჩინეთ სამუდამო განსასვენებელი" - ასეთია რუსეთის მოქალაქის უკანასკნელი სურვილი, რომელიც ანდერძად წერილში დატოვა.
როგორც ჩვენთან საუბარში სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, მამაკაცი პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე იყო. შემთხვევა გუშინ მოხდა.
„პუტინის მიმართ ლოიალური არ ყოფილა. პირიქით - სძულდა მისი პოლიტიკა და აგრესია. ძალიან უყვარდა საქართველო და აქ ყოველ წელს ჩამოდიოდა. სიცოცხლის უკანასკნელი 10 დღე აქ გაატარა. სასტუმროში ნომერი ჰქონდა აღებული. მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა და წერილიც დატოვა - ის ითხოვდა, რომ ცხედარი რუსეთში არ გადაესვენებინათ.
"არ გადამასვენოთ იმ საძულველ ქვეყანაში, პუტინის რუსეთში. აქ დავასრულე ყველაფერი და აქვე დამმარხეთ, საქართველოში. ყველაფერი მძულს, რაც აგრესიას უკავშირდება, მათ შორის ის ომებიც, რომლებიც ჩემს ქვეყანას ჯერ საქართველოსთან, ახლა კი უკრაინასთან აქვს." ასე ეწერა წერილში, რომელიც სასტუმროს მე-5 სართულზე, ერთ-ერთ ნომერში ცხედართან ახლოს ჩემმა თანამშრომლებმა იპოვეს" - ამბობს სასტუმროს თანამშრომელი.