ამინდი მკვეთრად იცვლება

ღრუბლიანი ამინდი

„19 აპრილამდე ყველაზე ნალექიანი დღეები და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი“ - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მეტეოროლოგმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

„15 აპრილამდე, უმეტეს რაიონში, 19-20 გრადუსი ფიქსირდება. მთიან რაიონებში 15 გრადუსია მოსალოდნელი. 

წვიმა შეიძლება აღინიშნოს 11 აპრილს, ღამის საათებში. 13-14 აპრილს დღის მეორე ნახევარში, მოსალოდნელია წვიმა.

16-დან 19 აპრილის ჩათვლით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დაბლობ რაიონებში, 28 გრადუსს მიაღწევს.

მთიან რაიონებში, არამდგრადი ამინდები იქნება 15 აპრილის ჩათვლით. 16-დან, აქაც გამოიდარებს და ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს. 

აღმოსავლეთ საქართველოში, გაძლიერდება ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქ 12 აპრილს დაფიქსირდება ყველაზე მაღალი ტემპერატურა.

13-14 აპრილს, აქაც დაიკლებს ტემპერატურა, იქნება წვიმა, ქარი და ღრუბელი.

18-19 აპრილს, შესაძლოა ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსიც იყოს“,- გვითხრა დოდო გვაზავამ. 

ასევე ნახეთ:

“მცირე წვიმაა მოსალოდნელი…” - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

LIVE: "მანიაკალურად ვუყვარვარ...მაიძულა, ინტიმური ვიდეო ჩამეწერა..." - სასამართლოზე სასტიკად მოკლული 31 წლის ქალის სკანდალური მიმოწერა გასაჯაროვდა

ილიკო სუხიშვილის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია - ტრაგედია, რომელმაც 2001 წელს ქვეყანა შეძრა

✕