„ამდენს როგორ იტევდი.. ვახ, როგორ მყვარებიხარ, ბიჭო“ - ქრისტინე იმედაძე ირაკლი ჭკადუას

ქრისტინე იმედაძე

ბიზნესმენ ირაკლი ჭკადუას მეგობრები ემშვიდობებიან. ერთ-ერთი ემოციური პოსტი მომღერალმა ქრისტინე იმედაძემ მიუძღვნა.

„ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ ჭკადუ. რასაც გინდა მივუმატებ და გამოვაკლებ, ოღონდ ამას ვერ დავაჯამებ. დროსთან შესაბამისობაში ვერ მოდის და პასუხი არასწორია! ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და შენ ერთი. ამდენს როგორ იტევდი, ესეც ამოუხსნელია. ერთხელ შენც გეთხოვა რამე ჩვენთვის, იქნებ შეგვეძლო..

რაღაცნაირად ობლად დაგვტოვე ყველა, ვახ, ეს როგორ მყვარებიხარ, ბიჭო. ეს მესიჯი სად გამოვუშვა, რომ პასუხი გამცე და მაცინო. მანანა ხუმრობად მომწონდა, მართლა კი არა..“, - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა. 37 წლის ირაკლი ჭკადუა სამშენებლო კომპანიის დირექტორი იყო.