უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888
გორის მუნიციპალიტეტში, ახალსოფელში მომხდარი მკვლელობის შესახებ მეზობლები საუბრობენ. მათ მხოლოდ ის იციან, რომ ძმებს შორის დაპირისპირება ბედობას, სუფრაზე მოხდა და ისინი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა ძმამ საკუთარი ტყუპისცალი დანით მოკლა.
„რაღაცა სიტყვების გამო გაბრაზდა ალბათ, და შეიძლება [მოკვლა] არც უნდოდა, წამოავლო დანას ხელი და დაურტყამს. ერთი ჭრილობა ჰქონდა, ღვიძლის მხარეს. ცდილობდნენ გადარჩენას და რომ ვერაფერი უშველეს, მერე სასწრაფო გამოიძახეს," - ამბობს ძმების მეზობელი.
„ძმები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, კამათი მოხდა, რასაც შემდგომ ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა. მომხდარით ისეა განადგურებული, ისეთ მდგომარეობაშია, რომ იგი გახლავთ არა მხოლოდ ბრალდებული, ამავდროულად, დაზარალებულიცაა. ძმასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მთელი ამ დღეების განმავლობაში საშინლად განიცდის მომხდარს, ტირის. მართალია, ეს მის მდგომარეობას არ შეამსუბუქებს, მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ მას მიზნად არ ჰქონია ძმის მოკვლა“,- ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.
დაჭრილის მდგომარეობა, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას, მძიმე იყო. 31 წლის მამაკაცს გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.