ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.
მისი თქმით, ომში ეროვნებას არ განასხვავებენ და იქ იხოცებიან როგორ უკრაინელები, ისე რუსები და სხვა ეროვნების ადამიანები.
„ხშირად ამბობენ, უკრაინაში ბავშვებს კლავენო. სამწუხაროდ, ომი რომ მიდის, ეროვნება არ იცის, ბავშვის ეროვნების განსხვავება. როგორც უკრაინელები, ისე რუსები და სხვებიც იხოცებიან ხომ იქ. ამერიკის სასამართლომ გადაწყვეტილება რომ მიიღო და მე ვფიქრობ, ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება, აბორტებთან დაკავშირებით, ქალების უფლება ირღვევაო რა და დედები რომ მკვლელები იყვნენ საკუთარი შვილების, იმას მხარს უჭერენ და უკრაინელებზე წუხარ მერე კაცო? როგორ დაგიჯერონ, რომ უკრაინელებზე წუხარ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.