დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ლუცკის ორი მეხუთე კლასელი სერგეი და დავითი ალუბალს ყიდდნენ იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 4 Bayraktar თვითმფრინავის შეძენაში დახმარებოდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ბავშვებმა ბაბუის ბაღში 25 კგ ტკბილი ალუბალი შეაგროვეს და გადაჭედილი ქალაქის ქუჩაზე გასაყიდად წავიდნენ.
„ჩვენ ვნახეთ, რომ სერგეი პრიტულა აგროვებდა ფულს ბაირაქტარისთვის. გადავწყვიტეთ მას დავხმარებოდით. ალუბალი ხეზე მაინც დალპებოდა, რატომ არ უნდა მივყიდოთ ხალხს? ," - თქვა სერგეიმ.
ბავშვებმა 1 000 გრივნა შეაგროვეს და ფონდში გადარიცხვას აპირებენ. სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ არმიის დახმარებას კვლავ გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, 22 ივნისს, ტელეწამყვანმა სერხი პრიტულამ, ბლოგერ იგორ ლაჩენკოვთან ერთად, გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის თანხის შეგროვებას იწყებდა.