„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი, აღზრდის მეთოდებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ბავშვი, არც თქვენ ჭკუაზე უნდა ატაროთ და არც თავის:
„არ ეცადოთ, რომ ბავშვი თქვენს ჭკუაზე ატაროთ. ახლა არ მკითხოთ, მაშ თავის ჭკუაზე იაროსო?! არც თქვენ ჭკუაზე უნდა ატაროთ ბავშვი და არც თავის.
მარტო დაანახვეთ, რაც შეიძლება ბევრი კეთილშობილი ქცევა, თქვენი მოთმინება, თქვენი სიყვარული, თქვენი განცდები.
ვუჩვენოთ ეს, ნახოს ბავშვმა, როგორ აკეთებთ თქვენ, მის მაგივრად საქმეს, როგორ ჩაიკალით გულში, მისგან შეურაცხყოფა. მან ეს უნდა დაინახოს ბევრი, რომ თავის სინდისს მიადგეს ბოლოს.
უცბად კი ვერ მიადგება, ათასი მაგალითი უნდა დაინახოს, ათასჯერ მარცხი უნდა განიცადოს, რომ ერთხელ თქვას, თურმე რა დედა მყოლია, სირცხვილი არ არის, ასე რომ ვიქცევიო?!
ხდება ხოლმე, ასეთი რამ. ჩემ ბავშვობაში, ეს ბევრჯერ განვიცადე. ამან უფრო გამზარდა, ვიდრე ვიღაცების თითის ქნევამ.
ბავშვები არ ატაროთ თქვენ ჭკუაზე, მათაც მოუსმინეთ, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგისმინონ. დაყევით ზოგჯერ მათ ნებას“, - ამბობს შალვა ამონაშვილი