ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
"თბილისი ჩემი სახლია" - ალბათ, ეს კინოსურათი, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მსახიობი ნინო ლეჟავა თამაშობს, სადაც მეძავი ქალის როლი ითამაშა. მაშინ, საქართველოში მსგავსი თამამი როლის შესრულება მარტივი არ იყო, თუმცა ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, დიდმა მსახიობმა გმირის სულიერი მდგომარეობა ისე წარმოაჩინა, რომ ყველასთვის საყვარელ ფილმად აქცია...
"პრაიმტაიმი" ნინო ლეჟავას სწორედ სტერეოტიპებზე ესაუბრა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ საკმაოდ აქტუალურია და რომელსაც ადამიანები ისევ ეწირებიან...
"ძალიან სამწუხაროა, რომ სტერეოტიპები ისევ არსებობს. არ მესმის იმ ადამიანების, ვინც კლიშეებით ცხოვრობს. მაშინ, როცა შემომთავაზეს ფილმში "თბილისი ჩემი სახლია" თამაში, იმიტომ დავთანხმდი, რომ არაფერი იქნებოდა უხამსი. ამიტომ, მრუში ქალი ისე ვითამაშე, საერთოდ არ ყოფილა უხამსი სცენა, არ დამჭირვებია სხეულის სიშიშვლე. თუმცა, თამამი ფილმი ნამდვილად არის...
ეს იყო ფილმი, რომელმაც დიდი პოპულარობა მომიტანა. სწორედ მაშინ, როცა ხალხი უკვე მცნობდა, უნივერისტეტის პირველი კორპუსის წინ კაფე "არეში" დავიწყე ბარმენ-მიმტანად მუშაობა, მაშინ 18 წლის ვიყავი და პირველივე ინტერვიუ ჟურნალისტებს ამ ბარის დახლიდან მივეცი.
ეს ჩემი პრინციპი იყო, ახალგაზრდებისთვის სტიმული უნდა მიმეცა რომ ემუშავათ. მაშინ, ახალგაზრდები თვლიდნენ, რომ საკუთარ ქვეყანაში მუშაობა სირცხვილი იყო, რომ საკუთარი ეზოს ან სადარბაზოს დახვეტა არ შეიძლებლობა. მე მინდოდა, მეჩვენებინა, რომ შრომის მოყავრე ადამიანები დასაფასებლები არიან.
პანდემია ზოომაღაზიაში მუშაობამ გადამატანინა. როცა არაფერი არ ფუნქციონირებდა, ეს მოვძებნე. მიუხედავად იმისა, რომ თეატრში ხელფასს გვირიცხავდნენ...
ამის შემდეგ, ზაფხულში, როცა ბავშვები კახეთში წავიყვანე, ადგილობრივ ქალებთან ერთად მუშაობა მომინდა. ამის შემდეგ ისინი უფრო დავაფასე და მიმაჩნია, რომ ყურძენი იაფია იმ შრომასთნ შედარებით, რაც მის მოყვანას სჭირდება.
გამივლია ისეთი დღეები, როცა სხვა ჩემს ადგილას თავს მოიკლავდა, მაგრამ მე ასეთი დევიზი მაქვს: "ცხოვრებავ, შენ თუ მიქმნი იმ პირობას, რომ ფარ-ხმალი დავყარო, ვერ... იმიტომ, რომ შენ ზედმეტად მშვენიერი ხარ."
წინა ცხოვრებაში ჟანა დარკი თუ არ ვიყავი, კარმენი მაინც ვიქნებოდი. ოთხი შვილი კატის კნუტები არ არიან, რომ დაყარო და მოდუნდე. მიხარია, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო. ჩემი უფროსი შვილი, რომელიც მსახიობია, თეატრში არ მუშაობს. ვერავის ვთხოვ მის დასაქმებას და მგონია, რომ ეს დღეც აუცილებლად დადგება მის ცხოვრებაში. ახლა ის ვისკის ერთ-ერთ სახლში კონსულტანტად მუშაობს. მეორე, 16 წლის შვილი საზაფხულო სამუშაოს ეძებდა და ერთ-ერთ სწრაფი კვების ცენტრში დასაქმდა.
მიმაჩნია, რომ უმცროსი შვილებისთვის ეს კარგი მაგალითი იქნება.
მე რომ მდიდარი მშობელბის შვილი ვყოფილიყავი, მაინც ვიმუშავებდი, თუნდაც 100 ლარზე, რათა საკუთარი ფული მქონოდა... როცა ბარში დავსაქმდი, მამაჩემმა თქვა, მე რა გავჩნდი, მსახიობობის მეტი არაფერი შემიძლიაო, განა არ შეუძლია ადამიანს, მონდომებაა მთავარი...
რაც შეეხება ფილმს "თბილისი ჩემი სახლია" ყველა დადებითად შეხვდა. აქედან კარგად ჩანს, როგორ არ უნდა იქცეოდნენ ადამიანები.
ამ გოგომ თავის პირველ სიყვარულში კრახი განიცადა, მშობლებმაც ხელი ჰკრეს და რა მიიღეს საბოლოოდ?! ჭლექიანი, გაუბედურებული შვილი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...
სამარცხვინოა, რომ 21-ე საუკუნეში შვილებს ძალდატანებით ფულის გამო ათხოვებენ და ფაქტობრივად, ყიდიან. სამარცხვინოა, როცა ისევ ქალიშვილობის ინსტიტუტზეა საუბარი და ვისმენთ ასეთ ფრაზებს: "ხელწოუსობელი თუ არ იქნება ჩემი რძალი, არ შემოუშობ..."
მე პირადად, ოთხი შვილის დედა ვამბობ, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება და მათ ცხოვრებაში არ ვერევი. მე ჩემს ბიჭებს ვეუბნები - თუ მზად ხართ, მიიღოთ ქალი მისი წარსულიანად და არასოდეს გაახსენონ და წამოაძახონ, პატივისცემას დაიმსახურებენ ამით ჩემგან და რა თქმა უნდა, მხარდაჭერას..." - ამბობს ნინო ლეჟავა.