პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგ რამაზ გიგაურის ინფორმაციით, 29 აპრილს პლუტონი რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს და ეს ფაზა 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. თუმცა მისი სტაციონარული პოზიციის გავლენა საგრძნობი იქნება აპრილის მესამე დეკადაში და მაისის პირველ ნახევარში.
ეს 25-დღიანი ფაზა (პლუტონის სტაციონარული პოზიცია) უახლოესი ექვსთვიანი პერიოდის ერთგვარი „თრეილერი“იქნება, ანუ ჩვენ „დაწნეხილ“, „შემჭიდროვებულ“ („დაზიპულ“) პერიოდში დავინახავთ, თუ რა მოვლენების განვითარებას უნდა ველოდოთ შემოდგომამდე.
„ეს საკმაოდ რთული, დაძაბული პერიოდი იქნება და დაუკავშირდება მასშტაბურ ცვლილებებს, რადგან პლუტონის მოძრაობის ფაზის ცვლილება ყოველთვის გლობალურ მოვლენებთან, მასშტაბურ ტრანსფორმაციასთან და ფუნდამენტურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.
ბუნებრივია, ამ პერიოდში გლობალური მოვლენა რუსეთ-უკრაინის ომია და უახლოესი 25 დღე (21 აპრილი - 15 მაისი) ამ ომის გადამწყვეტი ფაზა იქნება. არ არის გამორიცხული, სწორედ 2022 წლის აპრილის მესამე დეკადაში და მაისში რუსეთში დაიწყოს რაიმე ტიპის სამხედრო ტიპის მოძრაობა, რომელიც თავის პიკს 2022 წლის შემოდგომით მიაღწევს, ხოლო დამასრულებელი იქნება 2023 წლის გაზაფხულზე იქნება. სწორედ ეს ერთწლიანი ციკლი იქნება რუსეთის ხელისუფლებისთვის და განსაკუთრებით მისი პრეზიდენტისთვის საშიში.
მთლიანობაში, როგორც ჩემს ძველ პროგნოზებში მივუთითე, რუსეთის დამანგრეველი ფაზა 2018-26 წლებია (ურანის კუროში ინგრესია). ამიტომ, რუსეთის პოლიტიკური გადალაგების ბოლო პერიოდი 2026 წლის გაზაფხულია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ამ ციკლის ბოლო წერტილამდე გაგრძელდეს. მოსალოდნელია რუსეთის ხელისუფლების ვერტიკალის ნგრევა სწორედ ამ ერთწლიან პერიოდში დაიწყოს (2022 წლის გაზაფხული - 2023 წლის გაზაფხული).
ამ ექვსთვიან პერიოდში (29 აპრილი - 8 ოქტომბერი) ბუნებრივია შენარჩუნდება საომარი განწყობა და შეიარაღებული დაპირისპირების ალბათობა, რომელმაც მოსალოდნელია გარდა უკრაინისა, თავი იჩინოს რუსეთის ტერიტორიაზე და ასევე აზიაშიც (დიდი ალბათობით შესაძლოა ეს იყოს სამხედრო კუთხით ჩინეთის გააქტიურება).
გარდა ამისა, პლუტონის (როგორც სიმბოლურად, მე-8 სახლის მმართველის თემა) ასევე მნიშვნელოვნად მოიმატებს ფინანსური კრიზისის ალბათობა (პიკი: ზაფხული). ცხადია, ყველაზე მეტად რუსეთში გამოვლინდება, თუმცა გარდა რუსეთისა, ეს კრიზისი მთელ მსოფლიოში იქნება საგრძნობი.“ - აცხადებს გიგაური.