პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგ რამაზ გიგაურის ინფორმაციით, აზროვნების, ინფორმაციის, კომუნიკაციის პლანეტა მერკური 11 აპრილს კუროს ზოდიაქოში გადავა და 29 აპრილის ჩათვლით იქ დარჩება. აქედან გამომდინარე, ყველა იდეა, მისწრაფება, კავშირი, ურთიერთერთობა, რომელიც ჯერ კიდევ 27 მარტის შემდეგ გაჩნდა, 11 აპრილიდან გაცილებით პრაქტიკული და რეალისტურ ფორმებს მიიღებს.
მისივე თქმით, მერკურის კუროში ინგრესია იძლევა შედარებით შენელებულ, თუმცა პრაგმატულ აზროვნებას, ამიტომ ადამიანებში მოიმატებს დაფიქრებულობა და წინდახედულება.
„ადამიანები საუბარში და ურთიერთობაში უფრო მშვიდები და მომთმენები გახდებიან. მერკურის ამ პოზიციის დროს ადამიანს გაცილებით მეტი დრო სჭირდება ინფორმაციის დამუშავება-გადაცემისთვის, ამიტომ 11-29 აპრილის შუალედი იმპულსური და აჩქარებული ადამიანებისთვის წინააღმდეგობრივი იქნება. მათ მოუწევთ შენელებულ ტემპში მოქმედება, რაც მათში გაზრდის გაღიზიანების და აგრესიის ალბათობას. თუმცა გაცილებით სასიკეთო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ განსჯა და იდეების რამდენიმე კუთხიდან დანახვა.
ბუნებრივია, წინ წამოიწევს ფინანსური-მატერიალური ასევე სამსახურებრივი და კარიერული საკითხები. აქედან გამომდინარე, საქმიან ცხოვრებაში შესაძლებელი გახდება მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება, რომლებსაც ამ კუთხით მოსალოდნელია წარმატებებიც მოჰყვეს.
21-27 აპრილის შუალედი კარმული იქნება, რადგან მერკური შეუერთდება მთვარის აღმავალ კვანძს (რაჰუს). ეს შეერთება ამ ერთკვირიან პერიოდში გაზრდის ახალი, პროგრესული კავშირების დამყარების, ასევე საინტერესო ინფორმაციის მიღებისა და მისი სასიკეთოდ გამოყენების ალბათობას. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამავე პერიოდში მერკური „შეკრავს“ პლანეტების ნეგატიურ კონფიგურაციას - „ტაუ-კვადრატს“ (ეს იქნება მერკური-სატურნი-მთვარის დაღმავალი კვანძი, ანუ კეტუ), მოსალოდნელი წარსულიდან იმ ინფორმაციის თუ ურთიერთობების „გაცოცხლება“, რომლებმაც შესაძლოა ბევრი მიმართულებით განვითარება და წინსვლა დაამუხრუჭოს. ამიტომ საჭირო იქნება წარსულთან დაკავშირებული ტენდენციები სწორად შეფასდეს. ამ დროს სასურველია უარი ითქვას იმ ხელისშემშლელ კავშირებსა თუ „ტოქსიკურ“ ურთიერთობებზე, რომლებიც მომავლის ნეგატიურ ფორმირებას ხელს უწყობენ,“ - წერს გიგაური.