„ამ დროს, ტაძარში კაცი არ იყო, არ ატირებულიყო...“ - ბერი ნიკოლოზის მრევლი მამა გაბრიელს იხსენებს

ნიკოლოზი

ბერი ნიკოლოზის მრევლი მამა გაბრიელის შესახებ წერს. 

„მამა გაბრიელი ძირფესვიანად იცვლებოდა განსაკუთრებით მძიმე მარხვისას, იყო ჩაღრმავებული ფიქრებში. არც სალოსობდა და არც ხუმრობდა, განიცდიდა კაცობრიობის ერთი ნაწილის მიერ ჩადენილ უდიდეს ცოდვას - ჯარცმას” წითელ პარასკევს - იგონებს ერთი მრევლთაგანი_ ამბიონიდან ისეთი შემაჟრჟოლებელი და შემაძრწუნებელი ხმით დაიძახებდა: მიეშველეთ, მიეშველეთ ქრისტეს გოლგოთამდე ჯვარი ააქვს”, ამ დროს ტაძარში კაცი არ იყო არ ატირებულიყო, ხალხი ხმამაღლა ტიროდა.

გარდამოხსნის დროს ამბიონიდან შესძახებდა ხოლმე მრევლს: ,,არ მიატოვოთ ღვთისმშობელი, დედა ღვთისმშობელს ახლა გული მისდის და მოსდის. ახლა მთელი ქვეყანა ღვთისმშობელთანაა, ვინ გაბედავს მიატოვოს, უნდა ვანუგეშოთ, დედაა, განიცდის შვილის ტანჯვას”.

ეს გოდება ისეთი იყო არ ნახული და არ გაგონილი თითქოს საკუთარი თვალით ხედავდი ჩვენი უფლის _ იესო ქრისტეს ჯვარცმას . კოშკიდან მამა გაბრიელის ტირილის ხმა შემოგვესმა ვიკითხე ეს რა ხმა არის მეთქი.

ერთ-ერმა მონაზონმა მიპასუხა: მამა გაბრიელი ტირისო, ვნების შვიდეულში მთელი კვირის განმავლობაში ყოველდღე ტირის, თითოეულ ჩვენგანს ავედრებს უფალს და შეწყალებას თხოვსო.“,- წერია მამა ნიკოლოზის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში.