„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
სამოქალაქო ომი მძივნარებდა. ახალგაზრდა გოგონა - ე.პ. თავისი სახლის წინ იდგა. უეცრად მან დაინახა იარაღმომარჯვებული კაცი, რომელსაც იგი მიზანში ჰყავდა ამოღებული. გოგონამ თრთოლვით მიიკრა მკერდზე ხელები და დიდი რწმენითა და სასოებით ილოცა: „წმინდაო ნიკოლოზ, სასწაულმოქმედო ქრისტესო, შემეწიე მე!“ მოულოდნელნად გლეხმა იარაღი დააგდო და გოგონას უთხრა: „ახლავე წადი, გაიქეცი, სადაც გინდა, მეტად აღარ მომხვდე თვალში“.
გოგონა სახლში შევარდა, აიღო საჭირო ნივთები და სადგურისკენ გაიქცა. იმ დღიდან მან მოსკოვში დაიდო ბინა. გავიდა რამდენიმე წელი. ერთხელ კარზე კაკუნი მოისმა. ზღურბლზე გამხდარი, ჩამოძონძილი კაცი იდგა და კითხულობდა, აქ ცხოვრობდა თუ არა ე.პ. იგი შინ შეიპატიჟეს. როდესაც უცნობმა დაინახა ის, ვისაც ეძებდა, ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა. მასპინძელი დაიბნა, არ იცოდა, რა მოემოქმედა: წამოაყენა და აუხსნა, რომ მას არ იცნობდა.
„ნუთუ ვერ მიცანი? ეს მე ვარ, სწორედ ის, ვისაც შენი მოკვლა უნდოდა. როგორც კი იარაღი მოვიმარჯვე და დაგიმიზნე, დავინახე, რომ შენს ადგილზე იდგა წმინდა ნიკოლოზი. ვერ შევძელი მისთვის მესროლა“ – თქვა სტუმარმა და ფეხებში ჩაუვარდა მასპინძელს. „მას შემდეგ ავად ვარ. შენი მოძებნა გადავწყვიტე. სოფლიდან ფეხით ჩამოვედი“.
ე.პ.-მ ოთახში შეიყვანა გლეხი, დაამშვიდა და უთხრა, რომ ყოველივეს აპატიებდა. შემდეგ აჭამა და სუფთა ტანსაცმელი ჩააცვა. „ახლა კი დაწყნარებული მოვკვდები“, – თქვა მოხუცმა.
მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ მან მშვიდად მიაბარა სული უფალს. სიკვდილის წინ აღსარება თქვა და უფლის წმინდა საიდუმლოს ეზიარა. ე.პ.-მ დაიტირა მამაკაცი, როგორც ძალზე ახლობელი ადამიანი.
“მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში”,
კრებული I, თბილისი, 1996 წ