სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება - გამგეობა

პოლიცია

ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება - უწყება განმარტავს, რომ სკვერში მიმდინარე სამუშაოებთან მომხდარს საერთო არაფერი აქვს.

"პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს!

ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო.

რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას და პატივი ეცით საზოგადოებას!" - ნათქვამია განცხადებაში.

წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დაგაინტერესებთ:

VIDEO: ვრცელდება ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული გოგონების კადრები

VIDEO: „დამესიზმრა რომ ველოსიპედზე ვკატაობდიო... მამამ ეს ოცნებაც აგვისრულა“ - ქრისტინე მამუკაშვილი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებ

„გაუტეხელ მეგობრობას გააგრძელებთ იმიერში... ეკუ, მირუმ არ გიღალატა და ესეც შენთან ერთად მოდის“ - მირანდა ცეცხლაძეს ემშვიდობებიან

„სტუმრად იყო მოსული... 45 წუთი გულის მასაჟს უტარებდნენ“ - რას ამბობენ ადგილობრივები წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე