პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალ, დიანა ღურწკაიას ქმრის გარდაცვალებიდან, 40 დღე გასულ კვირას გავიდა. როგორც რუსული მედია წერს, მომღერალი ქმრის საფლავს არ შორდება.
ცნობილია, რომ მეუღლის საფლავზე ის ყოველ დღე დადის.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დიანამ უარი თქვა სატელევიზიო პროექტში „ორი ვარსკვლავი“მონაწილეობაზე, სადაც 15 წლის შვილთან ერთად მღეროდა.
ახლახან შოუს ფინალი შედგა, სადაც დიანამ მისვლა ვერ შეძლო, თუმცა, შოუს ფინალის დროს დიანასა და მისი შვილის მიმართვა გაუშვეს.
„საღამო მშვიდობისა, პირველი არხის ყველა მაყურებელს. ჩვენი დიდი ოჯახური დანაკარგის გამო პროექტში მონაწილეობა ვერ გავაგრძელეთ, მაგრამ თქვენი თანადგომა შორიდანაც კი ვიგრძენით. ჩემთვის და კოსტიასთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გამოსვლებმა მაყურებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა. მადლობა, რომ ასეთ რთულ დროს ჩვენს ოჯახს გვერდით უდგახართ,“ - თქვა დიანამ.
- „ყველას დიდი მადლობა“, - დაამატა დიანას ვაჟმა.
ნახეთ, ვრცლად ⇓
დიანა ღურწკაია ქმრის საფლავს არ შორდება - რას წერს რუსული მედია
დიანა ღურწკაია „საშინელ მდგომარეობაშია“ და ტელეფონსაც არ პასუხობს - რუსული მედია