საფეხბურთო გუნდი „აფხაზეთი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1737315015
წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი კუსტარულად გაყვანილმა ელექტროსადენმა იმსხვერპლა.
უბედური შემთხვევა მოქალაქეების მიერ გარე განათების ბოძიდან ფანჩატურში გაყვანილმა ელექტროსადენმა გამოიწვია.
არასრულწლოვნის დახმარებას სასწრაფოს მისვლამდე ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათი თქმით, 15 წლის ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში, მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ასევე ნახეთ ⇓
VIDEO: ვრცელდება ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული გოგონების კადრები