ახალი ინფორმაცია 14 წლის სერგიზე, რომლის ამბავსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰქონდა - რა წერს ვიდეოს გამავრცელებელი

სერგი

„სიკეთის ქალაქი“ 14 წლის სერგიზე, რომლის ისტორიამაც სოციალური ქსელი მოიცვა ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

„სერგისათვის დახმარების შეგროვება დასრულებულია. ყველაფრისათვის შეგროვდა თანხა. ხვალიდან ვიწყებთ მიწოდებას და რა თქმა უნდა ვიდეოსაც დავდებთ რომ ყველამ ნახოთ თუ რა შევძელით ხალხმა ამ ბიჭისათვის. დედამ უკვე მიიღო სოლიდური თანხა. ხვალ მოგიყვებით ყველაფერს. ხალხის სიკეთემ ამ ბიჭის ცხოვრება შეცვალა და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა ჩემო მადლიანო ქართველებო“, - წერია პოსტში.