VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
დღეს ცნობილი გახდა სახალხო დამცველის კანდიდატობის მსურველთა ვინაობა. 19-კაციან სიაშია ლევან კოკორაშვილი. პირველადი პროფესიით ის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სპეციალისტია. პარლამენტში წარდგენილი პირადი მონაცემებით ირკვევა, რომ ლევან კოკორაშვილი 1990-95 წლებში სწავლობდა “გივი სერგიას სახელობის საესტრადო და საცირკო ინსტიტუტში“ ვოკალის მიმართულებით, ხოლო 1996 წელს ჩააბარა თბილისის ეკოლოგიურ-ეკონომიკურ ინსტიტუტში, იურიდიულ ფაკულტეტზე.
ბიოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ ის ბოლო 21 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს “ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირს“ რომელიც 2001 წელს დარეგისტრირდა.
კოკორაშვილი ამტკიცებს, რომ წლების განმავლობაში, როგორც უფლებადამცველი, აწარმოებდა სამართლებრივ დავებს, რომელთა 85 პროცენტი მოგებული აქვს.