ახალი აპლიკაცია და ლიდერის პოზიცია - adjaranet და imovies დღეში 250 000 უნიკალურ მომხმარებელს ემსახურება

აჭარანეთი

უკვე წლებია adjaranet და imovies ფილმებისა და სერიალების მოყვარულებისთვის გამორჩეულ და საყვარელ სივრცედ იქცა. მომხმარებლებს ყველაზე პოპულარულ და მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე საშუალება აქვთ უფასოდ იხილონ უახლესი ფილმები და სერიალები, რაც მთავარია ქართული გახმოვანებით და უმაღლესი ხარისხით.

რამდენიმეწლიანი, უწყვეტი გამოცდილება, რომელიც adjaranet-მა და imovies-მა მომხმარებელს შესთავაზა, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის აგვისტოში შეჩერდა. ვებგვერდები დაიბლოკა და მომხმარებლებს წვდომა შეეზღუდათ მათთვის საყვარელ ფილმებსა და სერიალებზე.

adjaranet-ისა და imovies-ის გარეშე დარჩენილი ბაზარი მომხმარებელს უწყვეტად ვეღარ სთავაზობდა იმ სერვისს, რაც ამ ორმა ვებგვერდმა წლების მანძილზე დაამკვიდრა. ქართულ მარკეტზე არ არსებობს ალტერნატიული წყარო, სადაც მომხმარებელი მისთვის სასურველ ფილმსა თუ სერიალს ქართული გახმოვანებით და მსგავსი ხარისხით იხილავს.

იმის მიუხედავად, რომ დღემდე, ორივე ვებგვერდი შეზღუდულ პირობებში აგრძელებს მუშაობას, უნიკალური მომხმარებლების რიცხვი დღეში 250 000 ათასს აჭარბებს, რასაც დიდწილად მომხმარებლის ქცევა განაპირობებს. adjaranet-ისა და imovies-ის შეზღუდვის შემდეგ, ფილმებისა და სერიალების მოყვარულებმა DNS-ების ცვლა და სმარტფონებში Next DNS-ის პროგრამის ჩამოტვირთვა დაიწყეს, რამაც აღნიშნული ვებგვერდების ტრაფიკი გაზარდა და ამ ეტაპისთვის, უკვე იმ ნიშნულს მიუახლოვდა, რომელიც ვებგვერდებს ბაზარზე ოპერირების საუკეთესო პერიოდში ჰქონდათ.

უკანასკნელი თვეების მანძილზე, Next DNS-ჩამოტვირთვების რაოდენობით რეიტინგში პირველია და ზრდის ტრენდის მიხედვით, აპლიკაცია უკვე 270 ათას მოწყბილობაზეა გააქტიურებული.