VIDEO: ნიკოლას ქეიჯმა ფილმის გადაღებისას ცოცხალი ტარაკანა შეჭამა

ნიკოლას ქეიჯი

მსახიობმა ნიკოლას ქიჯმა გადასაღებ მოედანზე ორი ცოცხალი ტარაკანა შეჭამა. ფაქტ „ვამპირის კოცნის“ გადაღების დროს მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

როგორც მსახიობი იხსენებს, მან რეჟისორს თავად სთხოვა, რომ ცოცხალი მწერი შეეჭამა, თუმცა შემდეგ ინანა.

„ამას აღარასდროს ჩავიდენ. ერთხელ რომ გავაკეთე, მაგაზეც ვწუხვარ“,- ამბობდა ქეიჯი.

„მწერების ჭამის ფობიისგან რომ გავთავისუფლდეთ, მსოფლიოში შიმშილის პრობლემა აღარ იქნებოდა. მათ დიდი რაოდენობით პროტეინი და ნუტრიციული ღირებულება აქვთ. უცხიმოები არიან, თანაც მათი პოვნა ყველგანაა შესაძლებელი. მაგრამ ეს არ მოხდება“,- ამბობს მსახიობი.