დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„ბავშვზე მოძალადე ადამიანი როგორ შეიძლება იყოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილი“, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ნოდარ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ანა აბაშიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს საკუთარი შვილი არ ენახა.
„ბავშვზე მოძალადე ადამიანი როგორ შეიძლება იყოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არის ის რომ ბავშვმა არ უნდა ნახოს და არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი მშობელ მამასთან? ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე? უფლებადამცველი ანა აბაშიძე, ეს არის ქალბატონი რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ბავშვის მიმართ, ყველაფერი გააკეთა ისე რომ ნიკა ბასილაშვილს აუკრძალეს შვილის ნახვა უკვე მეოთხე წელია. იძალადეს ბავშვზე აიძულეს ხუთი წლის ბავშვი ელაპარაკა მოგონილ და ტყუილ ამბებზე და ეს ყველაფერი ჩაიწერეს ვიდეოზე. ნუთუ ეს დანაშაული არ არის? და ამ ქალბატონს ჰქვია უფლებადამცველი“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა.
ცნობისთვის, ანა აბაშიძე სახალხო დამცველის სახალხო დამცველობის კანდიდატთა სიაშია.