აგროქულები 40 ათასამდე ფერმერს უკვე დაერიცხა - შეამოწმეთ თქვენი მონაცემები

აგრობარათი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მცირემიწიანი ფერმერებისთვის აგროქულების დარიცხვა დაიწყო - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 40 ათასამდე ფერმერს უკვე დაერიცხა.

​ აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 180-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი; პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტ სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 1501 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა).