ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
აშშ-სა და საქართველოს შორის პირველი საცდელი ფრენა შესაძლოა 2022 წლის ბოლოს ან, 2023 წლის დასაწყისში შესრულდეს, - ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა განაცხადა.
„როგორც ვიცი, უკვე არის რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი, რომ ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდეს. ეს დიდ სტიმულს მისცემს საქართველოში ტურისტების ზრდას. ამერიკელი ტურისტი ერთ-ერთი საუკეთესოა, იმის გათვალისწინებით, თუ რა თანხას გაიღებს და რამდენად სარგებლობს სხვადასხვა დამატებითი მომსახურებებით.
ამერიკასა და საქართველოს შორის პირველი საცდელი ფრენები, შესაძლოა, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში შესრულდეს“, - განაცხადა „ბიზნესს ფორმულასთან“ ირაკლი ბაიდაშვილმა.