“ადრე ადიდებული ალაზნიდან გამოიყვანა ადამიანი” - რას ჰყვებიან დევი მეზურნიშვილის მშობლები?

ადრე ადიდებული ალაზნიდან გამოიყვანა ადამიანი

ახ­ლად ­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ვა­კის პარკში, სა­დაც თა­მა­ში­სას, ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად შად­რე­ვან­ში ჩა­სულ მო­ზარდს და ბავშვის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სულ მის თა­ნა­ტოლს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი – 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა 55-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლია.

და­შა­ვე­ბუ­ლი ორი მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. თვითმხილ­ვე­ლე­ბი გუ­შინ­ვე ჰყვებ­ოდნენ მა­მა­კა­ცის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც შად­რე­ვან­ში შე­სუ­ლი ბავ­შვე­ბი, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად გა­მო­იყ­ვა­ნა იქი­დან. გა­ირ­კვა ისიც, რომ ეს ადა­მი­ა­ნი “ეკო­სერ­ვის ჯგუ­ფის” თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვა­კის პარ­კის მე­ბა­ღე დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლია.

გუ­შინ­დე­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მას სრუ­ლი­ად სა­ზო­გა­დო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას უხ­დის. შვი­ლის გმი­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მშობ­ლებს ეა­მა­ყე­ბათ. დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის დედ-მამა წი­ნან­დალ­ში ცხოვ­რო­ბენ.

რო­გორც ისი­ნი ჰყვე­ბი­ან, მათ­თვის გუ­შინ­დე­ლი დღე გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი იყო:
დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის დედა: “სა­მამ თბი­ლის­ში წა­ვი­დო­და, ხან ვე­ნა­ხებ­ში მუ­შა­ობ­და, ხან კონ­კრე­ტულ ობი­ექ­ტებ­ზე. ბოლო პერ­დი­ო­ში თბი­ლის­ში წა­ვი­და, იქ სცა­და თა­ვი­სი ბედი. მუ­შა­ობს ვა­კის პარკში. მის­გან გუ­შინ­დე­ლი საქ­ცი­ე­ლი არ გამ­კვირ­ვე­ბია, რად­გან ბუ­ნე­ბით ასე­თი ადა­მი­ა­ნია. ადრე, ალა­ზან­ზე და­დი­ო­და ხოლ­მე, მა­ში­ნაც ვი­ღაც გა­და­არ­ჩი­ნა. ისე­თი ადი­დე­ბუ­ლი წყლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა ადა­მი­ა­ნი, რომ სა­კუ­თა­რი თავი საფრ­თხე­ში ჩა­იგ­დო.

წუ­ხელ გა­ვი­გეთ, რომ რა­ღაც მოხ­და. არ ვი­ცო­დით, რა მოხ­და. როცა დაგ­ვი­რე­კა, თან ტი­რო­და. მოგ­ვიყ­ვა ყვე­ლა­ფე­რი, მარ­თა­ლია დენი მარ­ტყამ­დაო, მაგ­რამ ბავ­შვე­ბი იყ­ვნე­ნო… თა­ვა­დაც 16 წლის შვი­ლი ჰყავს, დი­ლა­საც ვტი­რო­დი, ალ­ბათ რო­გორ გა­ნიც­დის მომ­ხდარს, იმის თა­ვი­დან ხომ არ ამო­ვა ეს სა­ში­ნე­ლი რა­ღაც. მე­ა­მა­ყე­ბა ჩემი შვი­ლის საქ­ცი­ე­ლი”.

დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის მამა: “და­მი­რე­კა დი­ლას, აბა, რა მექ­ნა, მამა, არ გა­მო­მეყ­ვა­ნაო? მარ­თა­ლია დენი მარ­ტყამ­დაო, მაგ­რამ გა­ვუმკლავ­დიო. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ესე­ნი გა­და­ვარ­ჩი­ნეო. მე­სა­მეს ვე­ღარ მი­ვუს­წა­რიო. ძლი­ე­რი დენი ყო­ფი­ლა, ის გოგო სა­დაც იყო”.