ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევათა კოდექსში ცვლილებები შედის - საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შსს-ს ინიციატივა ბიუროზე დღეს დაინიცირდება

კოდექ

შსს-ს ინიციატივა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბიუროზე დღეს დაინიცირდება. ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევათა კოდექსში კონკრეტული ცვლილებები შედის.

100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის; ახალ სამართალდარღვევად კვალიფიცრდება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება - ჯარიმა 100 ლარია.