„6 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც მარტო ზრდის“ - 26 წლის გოჩა ხუნწარიას ჩვენი დახმარება სჭირდება

ხვიჩა ხუნწარია

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე გოჩა ხუნწარიას გადასარჩენად საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს. 

გოჩა ხუნწარია სამტრედიაში, სოფელ ვაზისუბანში ცხოვრობს. იგი სამსახურიდან ბრუნდებოდა, როდესაც ფეხით მიმავალს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა და მრავლობითი დაზიანება მიიღო... იგი მკურნალობას გადის ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში... მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჰყავს ერთი, 6 წლის შვილი. ბავშვი ორი თვის იყო, როცა დედამ მიატოვა და მამამ მარტო გაზარდა.

ოჯახს ამოეწურა ყველანაირი ფინანსური რესურსი და ჩვენ, საზოგადოებას გვთხოვს დახმარებას...

დახმარების მსურველთათვის ↓

საქართველოს ბანკი: GE29BG0000000700301100;

თიბისი ბანკი: GE26TB7281545068100022;

მიმღები: ვლადიმერ ბერიძე