6 ადგილი, სადაც ადამიანები შიშვლები დადიან

Hidden Beach Resort

საკრუიზო გემი - Bare Necessities Tour & Travel- მა შიშველი მგზავრები პირველად 1991 წელს ამოგზაურა, მაშინ მათი რაოდენობა მხოლოდ 36 ადამიანი იყო, თუმცა მას სშემდეგ „შიშველი კრუიზი აქტუალურობას არ კარგავს და დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გადაჰყავს მგზავრები.  საკრუიზო წესები საკმაოდ მკაცრია: აკრძალულია საჯაროდ ნებისმიერი სექსუალური აქტივობა, სადილზე მხოლოდ ტანსაცმლით შეგიძლიათ წასვლა, ხოლო თუ საზოგადოებრივ ავეჯზე დაჯდომა გსურთ, ჯერ პირსახოცი უნდა დაიდოთ. გარდა ამისა, გემის პორტში შესვლისას მოგიწევთ ჩაცმა, რათა ადგილობრივები შოკში არ ჩაგდოთ.

შიშველი რაიონები გერმანიაში - გერმანიაში არსებობს ადგილები სადაც ადამიანებს შიშველი გადაადგილება შეუძლიათ.  მიუნხენში, ბავარიის დედაქალაქში, ექვსი ურბანული ადგილია, სადაც არ არის აკრძალული მთლიანად გაშიშვლება.

შიშველი ველორბოლა -World Naked Bike Ride ეს არის ველოსიპედით სრულიად ან ნაწილობრივ შიშველი რბოლა. სინამდვილეში, ამ ღონისძიებაზე შიშველი ყოფნა სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო. პირველი შიშველი სეირნობა 2004 წლის 19 ივნისს ესპანეთში შედგა.

შიშველი რესტორანი საფრანგეთში - პარიზში აიხსნა პირველი ნამდვილი რესტორანი, სადაც ხალხი შიშველი სადილობს. რესტორნის სახელწოდებაა O’naturel-ი და თუ პირველი ვახშამი მხოლოდ პარიზის ნატურისტთა საზოგადოების წევრებისთვის გაიმართა, დღეს რესტორანმა კარი ყველასთვის ღია. 

შიშველების სოფელი -  საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი ნუდისტური კურორტი Cap d'Agde. სოფელში შესასვლელად საჭიროა გადაიხადოთ მხოლოდ 8 ევრო, რის შემდეგაც შეგიძლიათ გაიხადოთ ტანსაცმელი და დარჩეთ დედიშობილა იქამდე, სანამ კურორტზე იქნებით. ზაფხულობით აქ სტუმართა რაოდენობა 40 000 ადამიანს აღწევს.

სასტუმრო, Hidden Beach Resort -  მექსიკაში მდებარე ეს სასტუმრო მხოლოდ სრულწლოვნებისთვის არის ღია. სხვა ნუდისტური კურორტების მსგავსად, Hidden Beach Resort-ს აქვს მკაცრი წესები: არ შეიძლება ფლირტი მოსახურე პერსონალთან, არავითარი დაჟინებული მზერა სტუმრებზე და არავითარი საჯაროდ მოფერება.