1760559559
55 წელია ხელჩაკიდებულები დადიან - ცოლ-ქმარი, რომლის გაცნობაც მთელ საქართველოს სურდა

ნუგზარ და მაგული ბუაჩიძეებს ბედნიერ მოგონებებთან ერთად, უმძიმესი ტრაგედია - ახალგაზრდა შვილის გარდაცვალებაც აქვთ განცდილი. გულის დიდი ტკივილი ერთმანეთის გვერდში დგომამ შეუმსუბუქა. მათი ვიდეო ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა. კადრებში ჩანდა, თუ როგორ ისხდნენ მეტროში ხელჩაკიდებულები.
მათზე სიუჟეტი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" მომზადდა.