პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სტიქია საგურამოსთან, სოფელ ბიწმენდში მძვინვარებს. როგორც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, 50 წელია, რაც სოფელში ასეთი წყალდიდობა არ ყოფილა.
როგორც ის ამბობს, ხიდი, რომელიც მთავარი ტრასიდან სოფელს აკავშირებს, საპატრულო პოლიციის მიერ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით დაკეტილია.
დატბორილია საცხოვრებელი სახლები.
ადიდებული ხევი სოფლის შუაგულში ჩამოდის, რაც ადგილობრივებს საფრთხეს უქმნის.
"პრაიმტაიმი" იმედა გელიაშვილის გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
"50 წელია აქ, ბიწმენდში ასეთი სტიქია არ ყოფილა. ხევი შუა სოფელში ჩამოდის, ეს ხევია ადიდებული და წყალი სოფლის დამაკავშირებელ ხიდს სწვდება. როგორც ვიცი, ორი სახლია დატბორილი.
საპატრულო პოლიციამ ხიდზე მიმოსვლა აკრძალა.
თუ წვიმა გაგრძელდება და წყლის დონე კიდევ უფრო მოიმატებს, მოსახლეობა საფრთხეში აღმოჩნდება." - ამბობს იმედა გელიაშვილი.