პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობამ თბილისში დამანგრეველი პროცესები გამოიწვია.
სტიქიამ 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათგან ორის პოვნა ვერ მოხერხდა. წყალდიდობამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი სტიქიას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.
თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთიც დააფიქსირეს, რომელიც მალევე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა.