40 დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი - როგორ არის ახლა ნინელი ჭანკვეტაძე

მსახიობი

მსახიობი, ნინელი ჭანკვეტაძის თქმით, კორონავირუსი გადაიტანა და 40 დღის განმავლობაში თავს ცუდად გრძნობდა.

მსახიობი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

„კოვიდი გადავიტანე, 40 დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი და თუ ასეთი რამ ადამიანს არაფერს აჩვენებს, დასკვნა არ გამოაქვს და კიდევ ბაქიბუქი, ამ ქვეყნის არევა, ომი უნდა ჩემს საქართველოში და - ერთ წრეზე ტრიალი, იტრიალოს! მე ერთადერთი, რაც შემიძლია, სანთელს დავანთებ, რომ საქართველოში სიყვარულმა და ღვთის იმედმა დაისადგუროს.

არანაირი სოციალური ქსელით არ ვსარგებლობ, ზედმეტ საუბრებს რომ არ ვუსმინო... მაქვს ჩემი საქმე, ოჯახი, ჩემი ქვეყანა მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შესაძლებელია ერთი ჩვეულებრივი ადამიანისგან. მეტი არც ამბიცია მაქვს და არც არაფრის სურვილი! ძალიან დამაზარალა ავადმყოფობამ და ჩემი ენერგიის ყოველ გრამს ვუფრთხილდები, რათა კარგ საქმეში და სიკეთეში გამოვიყენო...

მარხვაა, ვნების კვირა იწყება და არავის განკითხვა არ მსურს! ასეთ თემებზე საუბარი ჩემს სიმშვიდეს და წონასწორობას მძალიან მეშინია, ომი საქართველოშიც არ იყოს... ნამდვილად მეშინია, რადგან ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ეგ საშინელება... ამ თემებზე არსად ვაკეთებ კომენტარს, რადგან ცოტა არ იყოს, მატრაკვეცობად მეჩვენება ახლა საუბარი. ვინმეს საქმის გაკეთება თუ შეუძლია, გააკეთოს! მე, როგორც მოგახსენეთ, ვლოცულობ, უფლის იმედით ვარ! ამიტომაც, არც ერთი ტელევიზიის არხზე, პრესაში არ ვჩანვარ. მშვიდად ვიყოთ და პატრიარქს დავუჯეროთ, ბოლოს და ბოლოს! რამდენჯერაც არ დავუჯერეთ, იმდენჯერ რაც მოხდა, კი ვნახეთ!“, - აღნიშნა "კვირის პალიტრასთან" საუბარში მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძე.