1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ვერ გიყიდი, ძალიან ძვირი ღირს” – ეს სიტყვები ალბათ ბევრს სმენია ბავშვობაში მშობლებისგან, როცა საყვარელ ტკბილეულს ან საოცნებო სათამაშოს ითხოვდა. ტელეწამყვანი, მოდური ჟურნალების გამომცემელი თამთა კვარაცხელიაც არ იყო გამონაკლისი. ერთხელ, როცა მაღაზიის ვიტრინიდან დანახული ულამაზესი ვარდისფერი ბარბის სახლი ვერ უყიდა მამიკომ, გულდაწყვეტილმა გოგონამ საკუთარ თავს პირობა მისცა, გაიზრდებოდა და იმდენს შეძლებდა, საკუთარ შვილს უარს არაფერზე ეტყოდა. მიზანს მიაღწია კიდეც და თავის გამოცდილებას ,,სარკეს” უზიარებს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან
– თამთა, ძალიან მიზანდასახული ხართ, თითოეული წუთის და თეთრის ფასი იცით. რამ იქონია გავლენა, რომ ასეთ პიროვნებად ჩამოყალიბდით?
– პიროვნების ჩამოყალიბებაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას – ოჯახი, საზოგადოება, სკოლა, ამბები, რომლებიც ჩვენ გარშემო ხდება.
ორ შემთხვევას გავიხსენებ: მაშინ ბავშვი ვიყავი. თბილისში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, სათამაშოების მაღაზიის ვიტრინაში დიდი ყუთით ბარბის ულამაზესი სახლი იყო გამოფენილი, თავისი ავეჯით. ეს ყველა ბავშვის ოცნებაა. ჩემს თხოვნაზე, ეყიდათ, მამამ ამიხსნა, რომ ძალიან ძვირი ღირდა და ამდენი ფული არ ჰქონდა. მაშინ პირველად ვიფიქრე, რომ გავიზრდებოდი, ვიშოვიდი ბევრ ფულს, ჩემს მომავალ შვილს ყველა სურვილს ავუსრულებდი.
- იყავით სხვადასხვა მსხვილი კომპანიის პიარმენეჯერი, უძღვებოდით ივენთებს, თანამშრომლობდით მოდის სფეროსთან, მოგვიანებით ტელევიზია დაგემატათ, შესაბამისად, შემოსავლებიც გაგეზარდათ და უფრო მეტის დაგროვებას მოახერხებდით. რა იყო ყველაზე დიდი შენაძენი, რაც თქვენი დანაზოგით გააკეთეთ?
– ჩემი მიზანი იყო, ბინა შემეძინა, სადაც მე და ჩემი შვილი დამოუკიდებლად ვიცხოვრებდით. ამისთვის ვაგროვებდი ფულს და უკვე 40 ათასი დოლარი მქონდა თავმოყრილი, როცა ჩემი დის მეგობარმა მთხოვა სესხად. ჩვენი მეზობელი იყო და მეც კარგად ვიცნობდი. ვიფიქრე, მე ჯერ არ მჭირდება, მას კი ხელს გავუმართავ, სიკეთეს გავაკეთებ-მეთქი და ყველანაირი წესის დაცვით, ნოტარიული დამოწმებით ვასესხე. ამ გოგომ ფული რაღაც კომპანიაში დააბანდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს იყო თაღლითების შექმნილი ფინანსური პირამიდა და ჩემი ფული ისევე, როგორც უამრავი სხვა ადამიანის, უგზოუკვლოდ გაქრა. ვერც ის ადამიანები იპოვეს, ვინც ეს თაღლითობა ჩაიდინა.
შევიტანე განცხადება შესაბამის ორგანოებში, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ის ხალხი ვერსად იპოვეს. მითხრეს, მაშინ თქვენი ნაცნობი უნდა მივცეთ პასუხისგებაში, რადგან ის არის თქვენთან ანგარიშვალდებულიო. ნამდვილად ვერ გავიმეტებდი დასაჭერად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენანებოდა ჩემი ნაშრომი.
დავხუჭე თვალები და წარმოვიდგინე, ხომ შეიძლებოდა, ვყოფილიყავი ბიჭი, რომელმაც ეს თანხა კაზინოში წააგო-მეთქი. როგორც იქნა, ასეთი ფიქრით გადავხარშე დანაკარგი. სამაგიეროდ, ვისწავლე, რომ თუ ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას არ ეხება საქმე ან თავად მე არ ჩავთვლი საჭიროდ, რომ სიკეთე გავაკეთო და დავეხმარო უანგაროდ მას, ვისაც ნამდვილად სჭირდება, ფულს აღარ გავასესხებ.
ახლაც ხშირად მთხოვენ სესხს, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები უარის თქმის დროს, მაგრამ ჯობია, ავიტანო დროებითი უხერხულობა, ვიდრე დავკარგო ფულიც და ის ადამიანიც, ვინც ვალს არ ან ვერ დამიბრუნებს.
ასევე ნახეთ:
აუცილებლად გაითვალისწინეთ პარტნიორის აზრი და გაუწიეთ ანგარიში მის სურვილებს - ცაგარელის გაფრთხილება
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1732393264