1732386875
„+37 გრადუსი“ - როდემდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა საქართველოში - განახლებული პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-7 ივლისს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა ზოგან +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს. 8-9 ივლისს ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს და მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
აღმოსავლეთ საქართველოში 10 ივლისამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+30, +35 გრადუსი). ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა.
ქ. თბილისში მხოლოდ 7 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
ასევე ნახეთ:
27 წლის ბიჭი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს