ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილები, „ცოდნის კაფეს“ ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში შეიკრიბნენ.
კაფეს მფლობელი, ქეთი მოლაშვილი წერს, რომ უკრაინელების ერთმანეთთან შეხვედრა, ძალიან ემოციური იყო.
„ტირილით შეხვდნენ ერთმანეთს, ტირილით საუბრობდნენ. რაღაცნაირად ყველაზე მეტად სევდიანი ამბავი იყო უკრაინელმა ბავშვებმა წნორში რომ გაიცნეს ერთმანეთი“,- წერს მოლაშვილი.
დღეიდან, კახეთში მყოფი უკრაინელი ბავშვები, ქართველ თანატოლებთან ერთად, თაობათაშორისი პროგრამების პროექტის ფარგლებში, ბელგიელი და იტალიელი მოხალისეების მიერ ჩატარებულ კურსებს შეუერთდებიან.
დღევანდელი მდგომარეობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 11 უკრაინული ოჯახი ცხოვრობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი