ლონდონში, ამერიკის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
1732286440
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ქართველი მებრძოლები მშობლიურ ქალაქებში უკვე გადაასვენეს. ზაზა ბიწაძე და არკადი კასრაძე ქალაქ რუბეჟნოესთან, 16 აპრილს დაიღუპნენ.
დაღუპულ ქართველ სამხედროებს ოჯახის წევრები იხსენებენ.
„მამა მეცხრე წელია რაც წასულია უკრაინაში, მანამდე აფხაზეთში ომობდა, შემდეგ 2014 წელს უკრაინაში წავიდა და მას შემდეგ იქ არის. გააზრებული გვაქვს ოჯახს ის, თუ რამხელა საქმეს აკეთებდა იქ ყოფნით. მამა გარდაიცვალა გასულ შაბათს, ქალაქ რუბეჟნოეში, მას შემდეგ რაც ის თავის თანამებრძოლთან ერთად შევიდა დაჭრილი თანამებრძოლის გამოსაყვანად და მათი მანქანა აფეთქდა დანაღმულ გზაზე.“ - ამბობს უკრაინაში დაღუპული ზაზა ბიწაძის შვილი, ლადო ბიწაძე.