პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პარლამენტს 30 ნოემბერს წარედგინება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი. მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ. ნაცვლად 8.5%-სა, გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორ ნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ 80 მილიარდი ლარი იქნება ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 7500 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან დიდი პროგრესია ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში. ბოლო ერთ წელიწადში დაახლოებით 100 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებით არის ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, ექსპორტი, შიდა წარმოება და ა.შ. ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური მაჩვენებლები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.