„2 წლის ასაკში ოთხი თითი დავკარგე... ახლა გაჩნდა შანსი, რომ ოცნება ავისრულო“ - ახალგაზრდა გოგოს დახმარება სჭირდება

22 წლის გოგოს დახმარება სჭირდება

22 წლის ნინა რაჯებაშვილს მცირე ასაკში ოთხი თითის ამპუტაცია დასჭირდა. როგორც თავად ამბობს, ამ მდგომარეობის გამო არაერთი დისკომფორტი შეექმნა და სურს პროთეზის გაკეთება, რომელიც, დაახლოებით, 20 ათასი ევრო ჯდება:

"2 წლის ასაკში მარცხენა ხელი ხორცის საკეპ მანქანაში ჩამყვა და ოთხი თითის ამპუტაცია დამჭირდა. მას შემდეგ, ხელს სრულყოფილად ვერ ვიყენებ და პროთეზის გაკეთება მჭირდება. 20 წელია, ამ მდგომარეობაში ვარ და ახლა გაჩნდა შანსი, რომ ჩემი ოცნება ავისრულო. როგორც გავარკვიე, მსგავსი პროთეზი თურქეთშიც კეთდება და გერმანიაშიც. თუმცა, გერმანიაში ბევრად უკეთესია. დაახლოებით, 20 ათასი ევროა საჭირო.

ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც ჩემზე გაცილებით რთული მდგომარეობა აქვთ და მათ ფონზე, ცოტა მეუხერხულება, დახმარება ვითხოვო, მაგრამ ყველას თავისი ცხოვრება აქვს. 20 წელი გავიდა და ამ ფაქტს ჯერჯერობით კიდევ ვერ შევეგუე. საზოგადოებისგან ხშირად მომისმენია უხერხული შეკითხვები, აინტერესებთ ხოლმე, როგორ დამემართა და ამდენი შეკითხვა მთრგუნავს. ამ თემაზე საჯაროდ არასოდეს მისაუბრია. მაგრამ, მინდა, ჩემი ოცნება ავისრულო, ამიტომ გავბედე და ვისაუბრე." - ამბობს ნინა.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ: 

საქართველოს ბანკი:

GE27BG0000000499120323

თიბისი ბანკი:

GE08TB7780945068100014

მიმღები: ნინა რაჯებაშვილი