18 აგვისტო გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

გიორგი ანწუხელიძე

18 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 42 წელი შეუსრულდებოდა.

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე რუსეთ საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა. ის 2008 წლის 9 აგვისტოს მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს გიორგის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები შეიკრიბებიან.