როგორი მამა და ქმარი იყო გიორგი ანწუხელიძე - მაკა ჩიკვილაძე გმირ მეუღლეს იხსენებს

გიორგი ანწუხელიძე

მაკა ჩიკვილაძე თანამედროვე საქართველოს გმირის – გიორგი ანწუხელიძის მეუღლეა. 2008 წელმა ცხოვრება სამუდამოდ შეუცვალა, დიდი ტკივილი, რომელიც არასდროს განელდება, მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა ამ ტკივილს ისევ და ისევ მეუღლის დამსახურებით უძლებს. 

გთავაზობთ მაკა ჩიკვილაძის ინტერვიუს ამონარიდს ჟურნალ „თბილისელებიდან“

მაკა ჩიკვილაძე: გიორგი ახლობლის დაბადების დღეზე გავიცანი და იქიდან დავახლოვდით, თუმცა გამარჯობის დონეზე მანამდეც ვიცნობდი. მოგვეწონა ერთმანეთი და ურთიერთობა დავიწყეთ, რამდენიმეთვიანი შეხვედრების შემდეგ კი გავიპარეთ. მაშინ გიორგი სენაკში მსახურობდა. ხშირად არ იყო სახლში და მარტო მიწევდა ხოლმე ყოფნა. შემდეგ ლევანი შეგვეძინა – ჩვენი პირველი შვილი. მალე გიორგის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ჯარიდან გამოუშვეს. რამდენიმე თვე სახლში იყო და ბავშვს ერთად ვზრდიდით. რამდენიმე სამსახურში სცადა ბედი, მაგრამ ვერაფერი მოირგო, მხოლოდ ჯარში უნდოდა. კუჭის პრობლემები აწუხებდა, წყლული ჰქონდა, მაგრამ ნელ-ნელა ეს პრობლემა მოგვარდა და 2008 წლის მაისიდან ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. აგვისტოს ომი რომ დაიწყო, სულ რამდენიმე თვის აღდგენილი ჰქონდა თავი სამხედრო სამსახურში.

– სამხედრო სამსახურის გარეშე უჭირდაო, თქვით, თუმცა, თქვენი ოჯახისთვის ის რამდენიმე თვე, ალბათ, საუკეთესო პერიოდი იყო.

– რა თქმა უნდა, ის რამდენიმე თვე განსაკუთრებული იყო. გიორგი ზედმეტად არსად მიდიოდა, არც უნდოდა გარეთ გასვლა. ცდილობდა, რაც შეიძლება, მეტი დრო გაგვეტარებინა ერთად. ბავშვს ძალიან დიდ დროს უთმობდა.

– როგორი მამა იყო?

– შვილს მოუთმენლად ელოდა. მე მისნაირი მამა არ მინახავს. ბავშვთან ახლოს არ მაკარებდა. მე მხოლოდ ვაჭმევდი, ის აცმევდა, უცვლიდა, აბანავებდა, ყველაფერს უკეთებდა, რაც პატარას სჭირდებოდა. ივნისში გავიგეთ, რომ მეორე შვილს ველოდით. სასწრაფოდ წამიყვანა სქესი გავიგოთო, მაგრამ არ გამოჩნდა, ჯერ ძალიან პატარა იყო. მოუთმენლად ელოდა, ძალიან უნდოდა გოგო გვყოლოდა და ასეც მოხდა, მაგრამ თვითონ ვეღარ გაიგო ამის შესახებ.

– როგორი მეუღლე იყო?

– მეუღლეც ისეთი იყო, როგორიც მამა – ძალიან კარგი. არ ვიცი, შეიძლება, გრძნობდა, რომ ერთად ცოტა ხანი უნდა ვყოფილიყავით. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მისნაირები ბევრნი არ არიან. ნახეთ სრულად

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 ვიდეო აგატირებთ - მაკა შალიკაშვილის წაკითხული ლექსი „გიორგი ანწუხელიძის უკვდავება”

👉 დიდი მაგალითი დაგვიტოვა არამარტო ოჯახს, არამედ მთელ საქართველოს - გიორგი ანწუხელიძის შვილი