"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
13 წლის ლაზარე ლობჟანიძე, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს. მოზარდის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანის დროს მძიმე იყო.
მეორე დღეს დინამიკა გაუმჯობესდა - მან ჯერ აპარატის გარეშე მექანიკურ სუნთქვაზე გადასვლა შეძლო და მალევე გონზე მოვიდა. უკვე დღეს დილით გადაწყდა, რომ თუ დამატებითი კვლევები დამაკმაყოფილებელი იქნებოდა მოზარდს სახლში გაწერდნენ.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ამოღების დროს კი, მათ დენმა დაარტყა.